თურქეთმა იანვარში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტი მიიღო. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში თურქეთს 1,435 მლნ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი 16.11%-ით მეტია 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით.

სამინისტროს მონაცემებითვე, პროცენტული თვალსაზრისით, ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი ზრდა, იანვარში დაფიქსირდა ბულგარეთიდან, 21.22%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეორე ადგილი დაიკავა საქართველომ. საქართველოდან თურქეთში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 18.06%-ით გაიზარდა.