კომპანია Apple-მა ახალი iPhone წარმოადგინა. რამდენიმე დღეში „ჩაკბეჩილი ვაშლის“ მოყვარულებს iPhone Xs-ის, iPhone Xs Max-სა და iPhone Xr-ის შეძენის შესაძლებლობა მიეცემათ.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ახალი iPhone 28 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

სიახლე, რომელიც Apple-ს ფანებს გაახარებს: პირველად საქართველოს ისტორიაში, Apple-ის ღონისძიებაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა!

მაშ ასე, iPhone Xs-ს 5.8 დიუმიანი, ხოლო iPhone Xs Max-ს 6.5 დიუმიანი ეკრანი ექნება.

წელს Apple-ის ახალი პროდუქტია iPhone Xr, რომელიც შედარებით საბიუჯეტო მოდელად ითვლება და iPhone Xs-ის დაახლოებითი ანალოგია. სმარტფონს 6,1- დიუმიანი IPS ეკრანი ექნება.

სხვა ძვირადღირებული წინამორბედებისგან iPhone Xr-ს ერთი ძირითადი კამერა ექნება.
iPhone Xs-ს Dual-SIM-ი აქვს. თუმცა ამ ორიდან ერთ-ერთი eSIM-ია.

ახალი iPhone-ის ფერებია – ოქროს ფერი, ვერცხლის ფერი, ნაცრისფერი. ის წინა ვერსიისგან გაცილებით უფრო დახვეწილია, წყალგამტარიანობა IP68. დატესტილია სხვადასხვა სითხეში, ლუდში ჩაყურყუმალავებითაც კი.
ახალ მოდელებში გაუმჯობესებულია ჟღერადობა, კომპანიამ წარადგინა ინდუსტრიაში პირველი ნანოჩიპი A12 Bionic.

iPhone Xr დიზაინი დახვეწილია, ის, 3 ფერშია წარმოდგენილი:  წითელი, ყვითელი, ცისფერი.
პროდუქტის სახელწოდებაში R აღნიშნავს remedial.

iPhone Xr-ს აქვს სკანერი, Face ID.4

ძალიან საჭირო ინფორმაცია: iPhone ამჯერად 9-ჯერ სწრფად მუშაობს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. თამაშებისთვის დამატებულია რეალობის შეგრძნება.

A12 Bionic აუმჯობესებს კამერის მუშაობას.

XS-ს აქვს 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი ტელეკამერა.
დახვეწილია ფოტოკამერა, კამერა მილიონობით ოპერაციას ატარებს ხარისხის გასაუმჯობესებლად. ახალი ფუნქცია Smart HDR გამოკვეთს დეტალებს, აშორებს ზედმეტს.

iPhone XS არის 64, 256 и 512 გიგაბაიტიანი, ფასი აშშ-ს ბაზრისთვის 999 დოლარიდან იწყება, ხოლო iPhone Xs Max-ის ფასი 1099 დოლარიდან.

iPhone Xr-ის ფასი კი 749 დოლარიდანაა.