8 მარტიდან ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) გამარტივება იწყება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ოთხ ეტაპად განხორციელდება.

​ l ეტაპი – 8 მარტიდან:

– ყველა სკოლასა და კოლეჯში უშუალო სასწავლო პროცესი აღდგება;

– საშუალო სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეთათვის დაიწყება კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტირების პროცესი;

– სწავლება განახლდება ინგლისის უნივერსიტეტებში პრაქტიკულ კურსებზე მყოფი სტუდენტებისათვის;

– პირებს შეეძლებათ დატოვონ სახლი მათ ოჯახებთან, „მხარდამჭერ წრესთან“ ან ოჯახს გარეთ რომელიმე სხვა პირთან ერთად გარეთ დასვენებისა და ვარჯიშისათვის.

​ 29 მარტიდან:

– 2 ოჯახს ან მაქსიმუმ 6 პირს შეეძლებათ გარეთ შეხვედრა (კერძო ბაღების ჩათვლით);

– გაიხსნება ღია სივრცის სპორტული მოედნები და ღია საცურაო აუზები;

– დასრულდება „დარჩი სახლში“ წესი, თუმცა რიგი შეზღუდვები შენარჩუნდება. ძალაში დარჩება აკრძალვა საერთაშორისო მიმოსვლაზე;

​ გლობალური მიმოსვლის გადახედვისათვის შეიქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის ანგარიშს 12 აპრილს წარადგენს.

​ ll ეტაპი -12 აპრილიდან:

– გაიხსნება არასასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციით მოვაჭრე და პირადი მომსახურების ობიექტები;

– საჯარო დაწესებულებები (ბიბლიოთეკებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ჩათვლით);

– დახურული გამაჯანსაღებელი სივრცეები-სავარჯიშო დარბაზები;

– ყველა სახის ღია ატრაქციონები და სტუმართმოყვარეობის დაწესებულებები;

– სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება ღია სივრცეში, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;

– დასაშვები გახდება ქორწინების ცერემონიების, მიღებებისა გამართვა არაუმეტეს 15 პირის მონაწილეობით.

​ lll ეტაპი – 17 მაისიდან:

– გაუქმდება ღია სივრცეში შეხვედრის მიმართ შეზღუდვების უმრავლესობა, თუმცა ძალაში დარჩება არაუმეტეს 30 პირის შეკრების აკრძალვა;

– გაიხსნება ბიზნესების უმრავლესობა სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება დახურულ სივრცეშიც, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;

– გაიხსნება ყველა სახის დახურული გასართობის დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად კინოთეატრები და ბავშვების სათამაშო ცენტრები, სასტუმროებისა და ჰოსტელების ჩათვლით, ასევე დახურული სპორტული და სავარჯიშო სივრცეები;

– შესაძლებელი გახდება წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში არაუმეტეს 1 000 პირის მონაწილეობით, ღია სივრცეში – არაუმეტეს 4 000 პირის მონაწილეობით.

​ IV ეტაპი – 21 ივნისიდან:

– გაუქმდება ყველა სახის შეზღუდვა სოციალურ კონტაქტზე;

– გაიხსნება ყველა სახის დაწესებულება, ღამის კლუბების ჩათვლით და გამარტივდება III ეტაპის ფარგლებში ხალხმრავალ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები.

​”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით ერთდროულად. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.