8 მარტიდან ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. „ლოქდაუნი“) გამარტივება იწყება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ოთხ ეტაპად განხორციელდება.
l ეტაპი – 8 მარტიდან:
– ყველა სკოლასა და კოლეჯში უშუალო სასწავლო პროცესი აღდგება;
– საშუალო სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეთათვის დაიწყება კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტირების პროცესი;
– სწავლება განახლდება ინგლისის უნივერსიტეტებში პრაქტიკულ კურსებზე მყოფი სტუდენტებისათვის;
– პირებს შეეძლებათ დატოვონ სახლი მათ ოჯახებთან, „მხარდამჭერ წრესთან“ ან ოჯახს გარეთ რომელიმე სხვა პირთან ერთად გარეთ დასვენებისა და ვარჯიშისათვის.
29 მარტიდან:
– 2 ოჯახს ან მაქსიმუმ 6 პირს შეეძლებათ გარეთ შეხვედრა (კერძო ბაღების ჩათვლით);
– გაიხსნება ღია სივრცის სპორტული მოედნები და ღია საცურაო აუზები;
– დასრულდება „დარჩი სახლში“ წესი, თუმცა რიგი შეზღუდვები შენარჩუნდება. ძალაში დარჩება აკრძალვა საერთაშორისო მიმოსვლაზე;
გლობალური მიმოსვლის გადახედვისათვის შეიქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის ანგარიშს 12 აპრილს წარადგენს.
ll ეტაპი -12 აპრილიდან:
– გაიხსნება არასასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციით მოვაჭრე და პირადი მომსახურების ობიექტები;
– საჯარო დაწესებულებები (ბიბლიოთეკებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ჩათვლით);
– დახურული გამაჯანსაღებელი სივრცეები-სავარჯიშო დარბაზები;
– ყველა სახის ღია ატრაქციონები და სტუმართმოყვარეობის დაწესებულებები;
– სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება ღია სივრცეში, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;
– დასაშვები გახდება ქორწინების ცერემონიების, მიღებებისა გამართვა არაუმეტეს 15 პირის მონაწილეობით.
lll ეტაპი – 17 მაისიდან:
– გაუქმდება ღია სივრცეში შეხვედრის მიმართ შეზღუდვების უმრავლესობა, თუმცა ძალაში დარჩება არაუმეტეს 30 პირის შეკრების აკრძალვა;
– გაიხსნება ბიზნესების უმრავლესობა სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეეძლებათ კლიენტების მიღება დახურულ სივრცეშიც, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;
– გაიხსნება ყველა სახის დახურული გასართობის დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად კინოთეატრები და ბავშვების სათამაშო ცენტრები, სასტუმროებისა და ჰოსტელების ჩათვლით, ასევე დახურული სპორტული და სავარჯიშო სივრცეები;
– შესაძლებელი გახდება წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში არაუმეტეს 1 000 პირის მონაწილეობით, ღია სივრცეში – არაუმეტეს 4 000 პირის მონაწილეობით.
IV ეტაპი – 21 ივნისიდან:
– გაუქმდება ყველა სახის შეზღუდვა სოციალურ კონტაქტზე;
– გაიხსნება ყველა სახის დაწესებულება, ღამის კლუბების ჩათვლით და გამარტივდება III ეტაპის ფარგლებში ხალხმრავალ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები.
”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით ერთდროულად. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.