ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებამ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ავიაგადაყვანების უსაფრთხოების მიზნით ახალი მოთხოვნები გააჟღერა. უწყების განმარტებით, ავიაკომპანიებმა შუა სავარძელზე მჯდომ მგზავრებს შემოსაცმელი სპეციალური დამცავი კოსტიუმები (სუნით) უნდა გადასცეს.
როგორც Simple Flying-ი წერს, ამ გზით ინდური ავიაკომპანიები მაქსიმალურ დატვირულობას შეინარჩუნებენ. აქამდე კი ავიაკომპანიებს COVID-19-ის ფონზე თვითმფრინავში მგზავრთა ისეთი სქემით განლაგება უწევდათ, სადაც შუა სავარძელი დაბლოკილია და იქ მგზავრის განთავსება არ ხდება, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიების დატვირთულობის შემცირებას იწვევს.
გარდა ამისა, ინდურ ავიაკომპანიებს სხვა მოთხოვნების გათვალისწინებაც ევალებათ. ისინი ვალდებულნი არიან მგზავრები პირბადით და სადენზინფექციო საშუალებებით უზრუნველყონ. ასევე ბორტზე დაუშვებელი ხდება საკვებისა და წყლის დარიგება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
იმავდროულად ინდოეთი განიხილავს, რომ თვითმფრინავში ჩახდომამდე მგზავრები სპეციალურ სადენზინფექციო გვირაბი გაატაროს, უმცა მანამდე კარგად იქნება გამოკვლეული ამ პროცედურის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება.