ინდონეზიამ ტურისტებისთვის ახალი ვიზა შემოიღო. თქვენ შეძლებთ ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობის მოგზაურობას ხუთი წლის განმავლობაში.
თუმცა ერთჯერადი მოგზაურობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი „გადატვირთვა“ საზღვრის კვეთით, თუ მოგიწევთ გარკვეული დროის ლოდინი.
ვიზა მის მფლობელებს საშუალებას მისცემს დაესწრონ შეხვედრებს, ღონისძიებებს, კონგრესებსადა გამოფენებს, როგორც მონაწილეები, მოინახულონ მეგობრები ან ოჯახი და დაათვალიერონ ქვეყანა ტურისტების სახით. მაგრამ ქვეყანაში მათ ოფიციალურად მუშაობის უფლება არ ექნებათ. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა (შეიძლება მოხდეს დეპორტაციაც).
ვიზაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ, თუმცა ვიზის ღირებულება 800 ევროა.