ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა უახლოეს ოთხიდან ხუთ წელიწადში თითქმის 80 ახალი აეროპორტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Buying Business Travel იტყობინება.
რესპუბლიკის საავიაციო სექტორის წლიური ზრდის ტემპი ამჟამად დაახლოებით 9%-ია და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება. მხოლოდ ბოლო რვა წლის განმავლობაში ინდოეთში აეროპორტების რაოდენობა 74-დან 141-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი ხუთ წელიწადში 220-ს მიაღწევს
ავიაციის სამინისტრომ გასცა “ძირითადი თანხმობა” 21 ახალი აეროპორტის ამოქმედებაზე ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მოპას გოაში, ნავი მუმბაიში, შირდი და სინდჰუდურგი მაჰარაშტრაში, კალაბურაგი, ვიჯაიაპურა, ჰასანი და შივამოგა კარნატაკაში, დაბრა მადჰია პრადეში, კუშინაგარი და ნოიდა (ჯევარი) უტარ პრადეშში, დოლერა და ჰირასარი (რაჯკოტი) გუჯარატში.