2030 წლისთვის ინდოეთში 230-240 ერთეული აეროპორტის, შვეულმფრენების დასაფრენი მოედნების და ჰიდროაეროდრომების მშენებლობის დასრულება იგეგმება, განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჯოტირადიტია სინდიამ. ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 148 აეროპორტია.
ტერმინალის გაფართოების მიმდინარე გეგმა მიზნად ისახავს მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას: ინდოეთში მგზავრთნაკადი, 2013-2014 წლებში არსებული 60 მილიონი ადამიანიდან ბოლო წლებში 145 მილიონამდე გაიზარდა.
„წელს რეკორდი ერთ დღეში მოხსნა – 460 ათასი ადამიანი, რამაც კოვიდამდე პერიოდში პიკსაც კი გადააჭარბა“, – წერს The Economic Times მინისტრზე დაყრდნობით.
ინდოეთის საჰაერო ხომალდების ფლოტი დღეს 700-მდე თვითმფრინავს აერთიანებს, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 400 ერთეულს აღწევდა, რაც 9 წლიან ჭრილში 75%-იან ზრდას აჩვენებს. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში საჰაერო ხომალდების ფლოტი 2030 წლისთვის გააგრძელებს ზრდას და მიაღწევს 1200-1400 თვითმფრინავს, ხოლო წლიური მგზავრთნაკადი ამ პერიოდისთვის 3-ჯერ გაიზრდება და თითქმის 420 მილიონ მგზავრს მიაღწევს.
როგორც დარგის ანალიტიკოსები წერენ, Tata Group-ის მიერ სხვადასხვა ავიაკომპანიების, მათ შორის Air India-სა და Vistara-ს შერწყმის გეგმები, ისევე როგორც Go Air-ის დაშლა, ბაზარზე დიდი შიშებს აჩენს, რომ სექტორი IndiGo-სა და Air India-ს შორის დუოპოლია გახდება.
1