ინდოეთის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა რეგულარული რეისებისთვის 15 დეკემბრიდან იხსნება.
„საკითხი კომპეტენტურმა ორგანომ განიხილა და გადაწყვიტა, რომ 15 დეკემბრიდან განახლდეს კომერციული რეგულარული საერთაშორისო რეისები ინდოეთიდან და ინდოეთის მიმართულებით”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ამასთან, იმ ქვეყნებთან სადაც COVID-19-ის შემთხვევების მხრივ რთული მდგომარეობაა, საჰაერო მიმოსვლა 50%-მდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ, COVID-19-ის გავრცელების გამო, 2020 წლის მარტში რეგულარული საერთაშორისო სამგზავრო ფრენები შეაჩერა. ამის შემდეგ კი ინდოეთი ახორციელებს საერთაშორისო ფრენებს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში.