1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო ბიზნების ობიეტები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები

მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

  • სრულად ვაქცინირებული (ან)
  • 72 საათიანი ვალიდურობის PSR ტესტის მქონე (ან)
  • 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)
  • კოვიდ გადატანილი

თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PSR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

  • ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
  • PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ
  • კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

  • „CovidPass“ Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
  • საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტი QR კოდით (ან)
  • ევროკავშირის წევრი და  “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტი QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი

შენიშვნა:

“EU Digital COVID Certificate” სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 49 ქვეყანა: ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სხვა ქვეყბენი: ალბანეთი / ანდორა შვეიცარია / ფარერის კუნძულები / საქართველო / ისრაელი / ისლანდია / ლიხტენშტეინი / მოლდოვა / მონაკო / მოროკო / ახალი ზელანდია / ჩრდილოეთ მაკედონია / ნორვეგია / პანამა /სან-მარინო / სინგაპური / ტოგო / თურქეთი / უკრაინა / / სომხეთი / გაერთიანებული სამეფო / ვატიკანი

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass“ Georgia – აპლიკაციაში ან covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან  ელექრონული ფოსტაზე)

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

  • covidpass.moh.gov.ge QR წამკითხველით ან
  • „covidpass“ Georgia აპლიკაციის QR წამკითხველით

წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

  • პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
  • აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
  • რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

covidpass.moh.gov.ge საიტი და „covidpass“ Georgia აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან

მონიტორინგი და სანქციები

მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური –  შერჩევის პრინციპით.

ობიექტზე არა მწვანე სტატუსის პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

  • 144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
  • 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
  • 1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი
  • 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი
  • ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge 

https://apps.apple.com/gb/app/covidpass-georgia/id1590323605

https://play.google.com/store/apps/details?id=com.zurarev.snackbccdb8523f3941c4aa06aff238ecf606