ინდოეთი აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ გლობალურ ბაზარზე სამოქალაქო თვითმფრინავების სიდიდით მესამე მყიდველი გახდა, განაცხადა სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჯიოტირადიტია მადჰავრაო სკინდიამ.
„ინდოეთის მთავრობამ, პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით, 2030 წლისთვის ქვეყანაში მიზნად დაისახა 300 მილიონამდე მგზავრნაკადის და აეროპორტების რაოდენობის 200-მდე ზრდა. სამოქალაქო თვითმფრინავების შესყიდვების ზრდა ხელს უწყობს ამ მიზნის მიღწევას. ინდოეთი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა მსოფლიოში“, – განაცხადა მინისტრმა.
2023 წელს, ინდოეთის ფლაგმანურმა გადამზიდავმა Air India-მ Boeing-სა და Airbus-ს მთლიანობაში 540 თვითმფრინავი შეუკვეთა. აქედან 470 თვითმფრინავი არის კომპანიის მყარი შეკვეთა, ხოლო დანარჩენი 70 ხელმისაწვდომია როგორც ოფცია.
იმავე წელს, სკინდიას თქმით, IndiGo-მ Boeing-ისა და Airbus-ის მიერ წარმოებული თითქმის 500 თვითმფრინავზე გააკეთა შეკვეთა. იმავდროულად ახლად შექმნილმა ინდურმა ავიაკომპანია Akasa-მ 240 თვითმფრინავი შეუკვეთა უცხოური თვითმფრინავების მწარმოებლებს.