ინდოეთის ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, იმავდროულად მოგზაურები არ ზოგავენ ისე, როგორც ადრე. ინდოელი ტურისტების ჯამური ხარჯები, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 410 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რითაც ქვეყანა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ადგილს დაიკავებს, – ამის შესახებ Booking.com-ისა და McKinsey & Company-ის ანგარიშში „როგორ მოგზაურობს ინდოეთი“ არის აღნიშნული.
დაფიქსირებული მაჩვენებლები ეს არის უზარმაზარი 173%-იანი ნახტომი Covid-პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით (2019), როდესაც ინდოელებმა ჯამში 150 მილიარდი დოლარი დახარჯეს მოგზაურობაზე, რითაც მსოფლიოში მეექვსე ადგილი დაიკავეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდოელი მოგზაურების მიერ განხორციელებული მოგზაურობის საერთო რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირებული 2,3 მილიარდიდან 2030 წელს 5 მილიარდამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ინდოელები უკიდურესად სპონტანურები არიან თავიანთი მოგზაურობის დაგეგმვაში, მათ ახასიათებთ მოგზაურობის დაჯავშნა საშუალოდ 29 დღით ადრე. ამ მხრივ ინდოელებს მოსდევს იაპონელები (57 დღე) და ამერიკელები (63 დღე).
„ინდოელი მოგზაური მზადაა იმოგზაუროს მოკლე და შორ მანძილზე ახალი გამოცდილების საძიებლად. და ეს შესანიშნავი სიახლეა ინდოეთის ტურისტული ეკოსისტემისთვის. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – ამბობს სანტოშ კუმარი, Booking.com-ის რეგიონული მენეჯერი ინდოეთში, შრი-ლანკაზე, მალდივებზე და ინდონეზიაში.