Lufthansa ჯგუფის ნაწილი, გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი განიხილავს საკუთარი ავიაფლოტის ზრდას უახლესი Airbus A321LR და XLR თვითმფრინავებით, რათა გრძელმაგუისტრალური მარშრუტების გეოგრაფია გააფართოოს. ამის შესახებ Simpleflying წერს.

Eurowings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იენს ბიშოფმა განაცხადა, რომ იგეგმება Airbus A321LR და XLR-ების თვითმფრინავების შეძენა. მისი თქმით, A320neo-სა და A321neo-ს ამჟამინდელი ვერსიები, რომლებსაც ავიაკომპანია ამუშავებს მათი რესურსი გრძელმაგისტრალური ფრენებისთვის ამოწურვადია.

Lufthansa-ს შვილობილი კომპანია ამჟამად მართავს Airbus-ის 27ერთეულ A319-100, 34 ერთეულ A320-200 და 6 ერთეულ A321-200, ასევე 7 ერთეულ A320neo და 2 ერთეულ A321neo.

თუმცა, ახლა Eurowings-ს არ შეუძლია შეიძინოს ახალი თვითმფრინავი: თვითმფრინავების შეძენის გეგმები უნდა შეთანხმდეს Lufthansa Group-ის ხელმძღვანელობასთან და ისინი ჯერ არ განიხილავენ ახალი პატარა ფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავების შეძენას დიდი ფრენის დიაპაზონით. ამიტომ კომპანია მზად არის უახლოეს თვეებში​ Lufthansa-სგან ათამდე A321neo და ასევე ექვსი ოდნავ ძველი A321ceo თვითმფრინავი შეიძინოს.

Lufthansa-ს გეგმები მოიცავს თვითმფრინავების ფლოტის გაფართოებას, რომელთაგან ზოგიერთი შეძენილი იქნება ძველი თვითმფრინავების ჩანაცვლებისთვის. ამრიგად, დაგეგმილია 22-მდე ახალი Boeing 787 და Airbus A350 თვითმფრინავის მიღება. ასევე შეკვეთილია 39 ახალი Boeing 787-9, 5 ერთეული A350-900 და ათი A350-1000. Lufthansa ასევე ელოდება 21 ერთეულ Boeing 777-9 ოჯახის თვითმფრინავის და 50 ერთეული A320neo ოჯახის თვითმფრინავის მიღებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე Airbus A321 თვითმფრინავს.