ინციდენტი ავიაკომპანია IndiGo-ს ბორტზე. ინდოეთში, პოლიციამ დააკავა IndiGo-ს მუმბაი-კოლკატას

რეისის მგზავრი, რომელიც ტელეფონის დამუხტვას პილოტის კაბინაში ცდილობდა.

შემთხვევა თვითმფრინავის აფრენამდე მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა ბორტზე უსაფრთხოების წესები დაარღვია.
„ის იყო ნასვამი და ტელეფონის დამუხტვა სურდა. ამიტომ ის ცდილობდა პილოტის კაბინაში შესვლას“, განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.