Aegean Airlines-ი 7 საერთაშორისო მიმართულებაზე 40%-მდე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია ვრცელდება როგრც ცალმხრივ ასევე ორმხრივ ავიაბილეთებზე შემდეგი მიმართულებით: ამანი, ბეირუთი, თელ ავივი, კაირო, ჯიდა, სტამბოლი და იზმირი.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს.

ფასდაკლების აქცია სხვადასხვაგვარია და ის დამოკიდებულია მოგზაურობის პერიოდზე:

01/11/2018 – 14/12/2018: 20%
08/01/2019 – 28/02/2019: 30%
01/03/2019 – 30/03/2019: 40%

აღსანიშნავია, რომ Aegean Airlines-ის ფასდაკლების აქცია არ შეეხება 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 7 იანვრამდე დაგეგმილ რეისებს.

ფასდაკლების აქცია ვრცელდება მხოლოდ ეკონომ კლასის ავიაბილეთებზე და ტარიფი მოიცავს 8 კგ-იან ხელბარგს.