სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას მიმართა იჯარით აღებული თვითმფრინავების ორმაგი რეგისტრაციის ინიციატივა განმარტოს.

ევროკავშირმა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, უკვე აკრძალა რუსეთში თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების, ასევე საავიაციო და კოსმოსურ სექტორში გამოყენებული ტექნოლოგიების მიწოდება. ასევე დაუშვებელია ამ ინდუსტრიებთან დაკავშირებული საქონლის დაზღვევა და მოვლა.

როგორც ცნობილია, ორშაბათს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც  რუსულ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს იჯარით აღებული უცხოური საჰაერო ხომალდები დაარეგისტრირონ და მათზე საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი გაიცეს.

ასეთი ცვლილებები რუსულ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ უცხოური თვითმფრინავების ფლოტი და გამოიყენონ თვითმფრინავები შიდა მარშრუტებზე.

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს 11 მარტის მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიები  ექსპლუატაციას უწევენ 1367 თვითმფრინავს, რომელთაგან ნახევარზე მეტი – 739 – უცხოურ რეესტრებშია  რეგისტრირებული.