სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) ახალი რეკომენდაციების კრებული შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს ფრენების უსაფრთხების რისკების აღმოფხვრაში. ეს რისკები კი თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოიშვა.

ეროვნული საავიაციო რეგულატორებისათვის და სამოქალაქო ავიაციის ორგანოებისათვის შექმნილი ახალი რეგულაციების კრებული ICAO-ს საავიაციო ექსპერტების მხარდაჭერით შეიქმნა. რეკომენდაციები ICAO-ს წევრ სახელმწიფოებს უკვე გადაეგზავნა. 


“COVID-19-მა მთელი მსოფლიოს წინაშე უამრავი ახალი პრობლემა წარმოქმნა. საჭირო გახდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ქმედებების კორექტირება” განაცხადა ICAO გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო ავიაცია არ იყო დაზღვეული მსგავსი ზეგავლენებისგან.

“ICAO საჭიროდ მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება მალე შემუშავდეს ახალი სახელმძღვანელო ამ სფეროში, რათა ქვეყნები რომლებსაც მხარს ვუჭერთ ერთმანეთთან მომავალშიც ეფექტურად ითანამშრომლონ”, განაცხადა მან.