თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 50-ე დღეა რაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ამ ხნის განმავლობაში კომპანია  თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 680 რეისს მოემსახურა.

“მოკლედ: 06.05.2020

დღეს ზუსტად 50-ე დღეა რაც საგანგებო რეჟიმზე გადავავედით და ვმუშაობთ ე.წ. შეზღუდული ოპერირების რეჟიმით.
მინდა მოკლედ, ძალიან მოკლედ გითხრათ რა გავაკეთეთ ამ პერიოდში. რა გააკეთა თბილისის აეროპორტის უმაგრესმა გუნდმა და ასევე ბათუმის აეროპორტის არანაკლებ უმაგრესმა გუნდმა.

ჩვენ ამ პერიოდში ორივე აეროპორტში მოვემსახურეთ 680 რეისს.
აქედან თბილისში მოვემსახურეთ 400მდე სატვირთო რეისს.
კვირაში საშუალოდ 200 ტონამდე ტვირთის ჩატვირთვა გადმოტვირთვა უზრუნველყო ჩვენმა გუნდმა.
ვღებულობთ და ვემსახურებით ტექნიკურ რეისებს ( საწვ. გამართვა, ტექ. მომსახურება)

ჩვენი თანამშრომლები მიმდინარე პანდემიის პერიოდში იმყოფებიან რისკის წინა ხაზზე, ვერ შევედრებით ექიმებს, მაგრამ არანაკლები რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. ჩარტერული რეისებიდან შეუძლო (შშმ) მგზავრის ვილჩეარით გადმოყვანასაც კი უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომელი სპეც ეკიპირებით , რაც საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს. ასევე ამ მგზავრების ბარგის ჩამოტვირთვა ჩატვირთვა და საჰაერო ხომალდების დალაგება. ყოველი რეისის შესრულების შემდეგ ვახდენთ ავტობუსების და სახმელეთო მომსახურების ტექნიკის სრულ დეზინფექციას.

COVID-19 ის პერიოდში აეროპორტში მოეწყო სპეციალური საკარანტინე ზონები, განვათავსეთ სადეზინფექციო სანიტაიზერები მთელს ტერმინალებში, უსაფრთხოების მაღალი ზომების დამსახურებაა, რომ 1360 თანამშრომლიდან დღემდე მაღალი რისკის მიუხედავად არ გვყავს დაინფიცირებული პერსონალი, მიუხედავად იმისა რომ, ჩვენი თანამშრომლები პირდაპირ შემხებლობაში არიან მგზავრებთან და ტვირთთან, საჰაერო ხომალდთან.

მოკლედ გილოცავთ გიორგობას! მეამაყებით! დიდი მადლობა ყველას, ვინც დაუღალავად შრომობთ, არ გეზარებათ, არ გეშინიათ არც ეპიდემიის, მაღალი რისკების მიუხედავად თქვენს მოვალეობას ასრულებთ.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი აეროპორტიდან ვერც გადიოდა და 3-4 ცვლა ზედიზედ აქ იყო. მადლობა ამისთვის.
მადლობა აეროდრომს, სახანძროს, რამპს, გადაზიდვებს, მძღოლებს, ტექნიკოსებს, ფრენების ოპერირების აგენტებს, ტერმინალის მორიგე უფროსებს, მექანიკოსებს, ელექტრიკოსებს, საინფორმაციოს, ხელოსნებს, უფროსებს, უმცროსებს, ბუღალტრებს, ეკონომისტებს, ჩვენს ექიმებს, უსაფრთხოების ოფიცრებს, ადმინისტრაციას, მენეჯერებს ყველას ყველას. იმედია არ გამომრჩა არავინ… ჩვენს 1360 ტაველს, ამით ჩვენს ქვეყანას ვუდგევართ გვერდით ! ყველა თანამშრომელს, ყველას დიდი მადლობა, ცოტაც მოვითმინოთ, ცოტაც გავიჭირვოთ და ნახეთ როგორ მაგრად იქნება ყველაფერი!!!”, წერს თეა ზაქარაძე. 

https://www.facebook.com/zakaradze/posts/10158622907388296