ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთის მიმართულებით გაუქმებული ავიარეისების გამო, 2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიებმა შესაძლოა 4-5 მლრდ დოლარის ზარალი ნახონ. ასეთ პროგნოზს 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ანალიტიკოსები აკეთებენ. 

მოსალოდნელია, რომ ვირუსმა Covid-19 ავიაციაზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს, ვიდრე 2003 წელს SARS-ის შემთხვევაში იყო.

ICAO-ს მონაცემებით, ჩინეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმა 70 ავიაკომპანია, ხოლო  50 ავიაკომპანიამ კი რეისები შეამცირა. 

შესაბამისად მგზავრთნაკადი ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან შემცირებულია 80%-ით. გარდა ამისა უცხოური ავიაკომპანიების გარდა რეისები შეამცირეს თავად ჩინურმა ავიაკომპანიებმაც. მათი მიმართულებით კლება 40%-ია. 

ICAO-ს შეფასებითვე, ჩინელი ტურისტების დაკარგვით, 2020 წლის პირველ კვარტალში იაპონიამ შესაძლოა ტურიზმიდან $1,29 მლრდ შემოსავალი დაკარგოს, ხოლო ტაილანდმა $1,15 მლრდ.