ავიაკატასტროფა არის ნებისმიერი უბედური შემთხვევა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც მგზავრები თვითმფრინავში იმყოფებიან. ბევრს ფრენის ეშინია, მათი შიში კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შიშზეა დამყარებული.

როგორც rua.gr წერს, 1990 წელს შემდეგ მსოფლიოში ავიაკატასტროფებმა კლება დაიწყო. საგულისხმოა ისიც, რომ 4 მლნ შემთხვევიდან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შანსი მხოლოდ ერთია. 

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ავიაკატასტროფების სიის სათავეში აშშ-ა, სადაც 788 ავიაკატასტროფაა რეგისტრირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 10 625 ადამიანი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები არ ნიშნავს, რომ აშშ-ში საავიაციო უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული. ავიაკატასტროფას ბევრი მრავალი ფაქტორი განაპირობებს. 

ყველაზე მეტი ავიაკატასტროფების სიის სათავეშია ასევე რუსეთი (მეორე ადგილი). რუსეთში 1945 წლის შემდეგ რეგისტრირებულია 360 ავიაკატასტროფა, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 298 ადამიანით.

ავიაკატასტროფების რეიტინგში მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 185 ავიაკატასტროფაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგად 2 725 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნების ავიაკატასტროფების TOP-20 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

1. აშშ
2. რუსეთი
3. ბრაზილია
4. კანადა
5. კოლუმბია
6. დიდი ბრიტანეთი
7. საფრანგეთი
8. მექსიკა
9. ინდონეზია
10. ინდოეთი
11. ჩინეთი
12. იტალია
13.ვენესუელა
14. კონგო
15. ბოლივია
16. ფილიპინები
17. გერმანია
18. პერუ
19. ესპანეთი
20. ავსტრალია.