სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) პროგნოზირებს, რომ 2023 წელს საჰაერო მიმოსვლა მაჩვენებლები კოროვირუსული პანდემიის წინა დონეს გადააჭარბებს.
„მონაცემების მოწინავე ანალიტიკის გამოყენებით, ICAO პროგნოზირებს, რომ 2023 წელს საჰაერო მოგზაურობის მაჩვენებლები სწრაფად აღდგება და უმეტეს მარშრუტებზე პანდემიამდელ დონეს პირველ კვარტალში დაუბრუნდება და წლის ბოლოს მიაღწევს დაახლოებით 3%-იან ზრდას 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სამგზავრო მოძრაობის პროგნოზები, რომლებსაც დღეს ICAO ავლენს, ეფუძნება ინდუსტრიის აღდგენის ძლიერ იმპულსს, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2022 წელს“, – თქვა ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ხუან კარლოს სალაზარმა.
ICAO-ს მონაცემებით, 2022 წელს საჰაერო მგზავრთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 47%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად განპირობებული იყო საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სწრაფი აღდგენით.