საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და ევროპის სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებს (ANSPs) რეისების დაგვიანების და გარემოს დაბინძურების კუთხით გარკვეული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს, იუწყება AviaNews-ი.

ევროკონტროლის მონაცემებით, მხოლოდ 2019 წლის ივნისში, ავიარეისების საერთო რაოდენობის 20%-ი (210 ათასი რეისი) საშუალოდ 17 წუთის დაგვიანებით შესრულდა, რაც IATA-ს აზრით, ცუდად ორგანიზებული საჰაერო მიმოსვლით არის განპირობებული. ასოციაცია ფიქრობს, რომ საავიაციო სფეროს პერსონალი სათანადოდ ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევას. ექსპერტებს განსაკუთრებით რეისების ჰაერში შეყოვნების ფაქტორი აშფოთებთ, რადგან მაგალითად, დაფრენის ნებართვის მოლოდინში, საჰაერო ხომალდებს დაუგეგმავ წრეებზე უწევთ შესვლა, ამასობაში კი, ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გათვალისწინებულზე მეტი მოცულობა გამოიყოფა.

IATA-ს პრეტენზიები აქვს ასევე საჰაერო მოძრაობის მართვის ცალკეულ ორგანოებთან კალსრუეში (გერმანია), მარსელში (საფრანგეთი) და ვენაში (ავსტრია). ისინი თავიანთ რეგიონში, საჰაერო სივრცის რეორგანიზაციას და დღეში ათასამდე რეისის ნაკლებად დატვირთულ კორიდორში გადანაწილებას გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ წამოიჭრა ახალი პრობლემა – ბევრი ავიაგადამზიდველის მარშრუტი დაგრძელდა და შესაბამისად, ატმოსფეროში СO2-ს ემისია გაიზარდა.

ახლა ზაფხული პიკშია – მოგზაურობების სეზონია. მგზავრები და ავიაკომპანიები დანიშნულების პუნტქში დროულად უნდა მოხვდნენ. დღევანდელი მდგომარეობა უბრალოდ მიუღებელია. ევროპული გადამზიდავები  გარემოს დაცვისთვის  ზრუნავენ, თუმცა იძულებულნი ხდებიან დააბინძურონ. საბედნიეროდ პრობლემის მოგვარების გადაწყვეტა არსებობს. საჭიროა კომპეტენტური ინვესტირება და დაგეგმარება, ასევე ANSPs-სა და ხელისუფლების აზროვნების შეცვლა, არაეფექტურ და არაპერსონალური პრაქტიკაზე უარის თქმა”, განაცხადა IATA-ს რეგიონალურმა დირექტორმა ევროპაში რაფაელ  შვარცმანმა.

კერძოდ, IATA მიიჩნევს, რომ აუცილებელია “ევროპის ერთიანი ცის” ინიციატივის განვითარება.