საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ბორდმა ინდუსტრიის ხელახლა ამოქმედების პრინციპები გამოაქვეყნა. უმთავრეს პრინციპად აღიარებულია ავიაციის უსაფრთხოება.
ავიაცია არ უნდა გახდეს დაავადებების, მათ შორის COVID-19-ის გავრცელების წყაროდ, – წერია დოკუმენტში.
მეორე პრინციპად დასახელებულია მოქნილობა – მაგალითად, სამომავლოდ საზღვრების დახურვისა ან მობილობის შეზღუდვის შემთხვევაში.
ავიაცია ეკონომიკის აღდგენის მთავარი მამოძრავებელი იქნება, – იუწყება მესამე პრინციპი.
კიდევ ერთ პრინციპად დასახელებულია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა – 2050 წლამდე CO-ს ემისიის განახევრება 2005 წელთან შედარებით.
მეხუთე პრინციპად დასახელებულია ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების მეშვეობით, რომლებიც ურთიერთაღიარებულია მთავრობების მიერ.
დოკუმენტს ხელს აწერენ უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის LUFTHANSA-ს, AIR FRANCE-ის, QATAR AIRWAYS-ის, AMERICAN AIRLINES-ის და UNITED AIRLINES-ის.