საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 290 ავიაკომპანიას აერთიანებს, მოთხოვნის შემცირებისა და დაგვიანებების ზრდის ფონზე, მსოფლიო ავიაციის მოგების პროგნოზი შეამცირა. თუ კი 2018 წლის დეკემბერში IATA პროგნოზირებდა, რომ 2019 წელს მსოფლიო ავიაციის მოგება 335.5 მლრდ დოლარის დონეზე იქნებოდა, დღევანდელი პროგნოზით IATA-მ მსოფლიო ავიაციის შემოსავლის პროგნოზი 28 მლრდ დოლარის დონეზე დაივანა.
მოგების შემცირების მიზეზად IATA საწვავის ფასის ზრდას და მსოფლიო ვაჭრობაში სიტუაციის გაუარესებას ასახელებს.
იმავდროულად მოსალოდნელია, რომ წელს დაგვიანების მაჩვენებელი 7.4%-დან 6.5%-მდე გაიზრდება.