Wizz Air-მა 2019 წლის ფინანსური წლის განმავლობაში, დამატებითი მომსახურებების გაყიდვებიდან 953 მლნ ევრო მიიღო, რაც 18%-ით მეტია 2018 წლის ფინანსური წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ავიაკომპანიის 2019 წლის ფინანსური წელი კი 31 მარტს დასრულდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საშუალოდ თითო მგზავრიდან Wizz Air-მა, დამატებითი მომსახურებების გაწევისთვის, 27.5 ევროს შემოსავალი მიიღო, საიდანაც 5.3 ევრო ბარგის მოსაკრებელს, ხოლო დანარჩენი 22.2 ევრო სხვა მომსახურეობებიდან მიღებული შემოსავალია.

2019 წლის განმავლობაში Wizz Air-ის შემოსავალმა 2 მლრდ 319.9 მლნ ევრო შეადგინა, საიდანაც ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 1 მლრდ. 366 მლნ (+21%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ევრო იყო.

მაშ ასე, “ლოუკოსტერის” შემოსავლების სტრუქტურაში 59%-ი ბილეთებიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო 41%-ი დამატებითი მომსახურეობებიდან მიღებული შემოსავალი.

2019 ფინანსური წლის განმავლობაში Wizz Air-მა 34.6 მლნ მგზავრი გადაიყვანა, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტმა კი 92.8%-ი შეადგინა.