IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ასახავს საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიის მუშაობას თებერვალში 2019 წლის თებერვალთან შედარებით.

მან აღნიშნა, რომ იანვარში ხანმოკლე პაუზის შემდეგ აღდგენის პროცესი კვლავ დაჩქარდა, ასევე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებშიც. კერძოდ 11,9%-იანი ზრდა 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით.

მგზავრთა გადაადგილება, მთლიანობაში, 45.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო გადაყვანები თითქმის 60%-ით, ხოლო შიდა გადაყვანები 22%-ითაა შემცირებული.

უოლშმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2019 წელთან შედარებით აგრძელებს ზრდას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მარტში მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული.

აშშ თითქმის უბრუნდება 2019 წლის დონეს, 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიმდინარე მაჩვენებლები მხოლოდ 7%-ზე ნაკლებია.

IATA-ს ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი მარტში გარკვეულ გაუარესებას გამოავლენს, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც დაწესდა, კერძოდ, შანხაიში. იაპონიის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაეცა მინუს 65%-მდე. ავსტრალიის ბაზარი იწყებს გამოცოცხლებას კოვიდ შეზღუდვების შემსუბუქების გამო.

დარჩენილი ბაზრები – აფრიკა, ევროპა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ ამერიკა – მინუს 44%-დან მინუს 52%-მდე დიაპაზონშია. ევროპა მინუს 45%, ახლო აღმოსავლეთი მინუს 46%, ჩრდილოეთ ამერიკა მინუს 44% და ლათინური ამერიკა მინუს 44%. ამავდროულად, ყველა ამ ბაზრებმა თებერვალში ძლიერი შედეგები აჩვენა. მაგალითად, ე2022 წლის თებერვალში 2021 წლის თებერვალთან შედარებით ევროპაში მგზავრთნაკადი გაიზარდა 381%-ით, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამორჩება 2019 წელს.