არაბეთის გაერთიანებული საამიროების საჰაერო სატვირთო გადამზიდავმა Emirates SkyCargo-მ თავისი თვითმფრინავებით  COVID-19 -ის ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გადაზიდა. სატვირთო გადამზიდველმა, ამ ისტორიულ ეტაპს მიაღწია 2020 წლის ოქტომბერში პირველი საცდელი მიწოდებიდან 18 თვის შემდეგ.

კომპანიამ 4,200 ტონაზე მეტი COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირება, რომელიც ეკვივალენტურია მილიარდზე მეტი დოზის,80-ზე მეტ მიმართულებაზე 2000 ფრენით მოახდინა. ავიაგადამზიდავის მონაცემებით, მათ მიერ ტრანსპორტირებული ვაქცინების 2/3 განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში, Emirates SkyCargo გახდა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო გლობალური ლოჯისტიკის დაგეგმვა COVID-19 ვაქცინების მომავალი გადაზიდვებისთვის. 2020 წლის ოქტომბერში Emirates-მა გამოაცხადა ცალკე GDP-ს სერტიფიცირებული საჰაერო ჰაბის მშენებლობა COVID-19 ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის. იმავე თვეში, Emirates Cargo-მ, ლოჯისტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, განახორციელა COVID-19 ვაქცინების საცდელი მიწოდება დუბაის გავლით.

2021 წლის იანვარში Emirates SkyCargo-მ ჩამოაყალიბა COVID-19 ვაქცინების განაწილების ლოგისტიკის ალიანსი დუბაის წამყვან კომპანიებთან, რათა დაეჩქარებინა ვაქცინების მიწოდება განვითარებად ქვეყნებში დუბაის გავლით. 2021 წლის თებერვალში, გადამზიდავმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს UNICEF-თან, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ COVID-19 ვაქცინების ტრანსპორტირებას და COVAX პლატფორმის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა. 2021 წლის აპრილის დასაწყისში Emirates SkyCargo-მ  ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზის ტრანსპორტირება განახორციელა.

2021 წლის ივნისში Emirates SkyCargo-მ გააფართოვა ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, გაზარდა მისი სიმძლავრე დამატებით 60-90 მილიონი დოზამდე. ვაქცინების დისტრიბუციისა და მენეჯმენტის გლობალურ გაფართოებასთან ერთად, Emirates SkyCargo-მ გაზარდა COVID-19 ვაქცინების მიწოდება წარმოების ადგილებიდან დანიშნულების ადგილამდე, მიაღწია ვაქცინის 250 მილიონ დოზის მიწოდებას 2021 წლის სექტემბრისთვის, ხოლო 600 მილიონ დოზას – 2021 წლის დეკემბრისთვის.

Emirates SkyCargo არის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური საჰაერო გადამზიდავი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ფარმაცევტული პროდუქტებისთვის. გარდა COVID-19 ვაქცინებისა, გადამზიდავი ატარებს სხვა კრიტიკულ მედიკამენტებს 140-ზე მეტ მიმართულებაზე. Emirates-ის თვითმფრინავით ყოველდღიურად დაახლოებით 200 ტონა ფარმაცევტული ტვირთის ტრანსპორტირება ხდება.