საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მხარს უჭერს გლობალურ ავიაციაში ციფრული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიების სწრაფ მიღებას და One ID ინიციატივების ფარგლებში მოუწოდებს მათ ციფრული სერტიფიკატების და ბიომეტრიული იდენტიფიკაციის პროცესი დააჩქარონ. ეს ნაბიჯი კი მსოფლიოს აეროპორტებში მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მგზავრთა მომსახურების პროცესების გამარტივებას.
”გლობალური თანამშრომლობა უსაფრთხო ფრენებს უზრუნველყოფ. გადამოწმებადი ციფრული იდენტობის სტანდარტებისა და დეცენტრალიზებული იდენტიფიკატორების დანერგვა შემდეგი ნაბიჯია უსაფრთხოების, ნდობისა და ეფექტურობის გაზრდისკენ“, – თქვა ნიკ კარინმა, IATA-სოპერაციების, უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტექნოლოგიები უკვე მზადაა და ის წარმატებით იქნა გატესტილი და ახლა IATA ცდილობს მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ICAO-ს მომავალ ასამბლეაზე.
IATA-ს მოწოდება ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოყენებით მგზავრობის გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. One ID ინიციატივა ითვალისწინებს შემოწმებადი ციფრული პირადობის (VCs) – ფიზიკური დოკუმენტების ციფრული ანალოგების გამოყენებას, რომლებიც შეიძლება დამოწმებული იყოს კრიპტოგრაფიულად – და დეცენტრალიზებული იდენტიფიკატორები(DID) უსაფრთხო და პირადი პირადობის გადამოწმებისთვის.
ეს ინიციატივა წარმოადგენს უმთავრეს წინგადადგმულ ნაბიჯს IATA-ს დიდი ხნის მცდელობებში საჰაერო მგზავრობის მოდერნიზაციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ადრე ხელს უწყობდა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის იდეას, მიმდინარე ინიციატივა გვთავაზობს უფრო ყოვლისმომცველ მიდგომას მოწინავე ციფრული იდენტიფიკაციის სტანდარტების დანერგვით.
IATA მოუწოდებს მთავრობებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს განახორციელონ რიგი ძირითადი ქმედებები: დააჩქარონ VC და DID ტექნოლოგიების ინტეგრაცია უსაფრთხოების სისტემებში, ავიაციის ციფრული იდენტიფიკატორების ჩართვა ეროვნულ სტრატეგიებში და გაზარდონ ინვესტიციები ინდუსტრიის მონაწილეთა უნარების გაუმჯობესებაში.