საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA), ბორტკვების ასოციაციასთან (ACA) თანამშრომლობით, საბორტო კვებასთან დაკავშირებული განახლებული სტანდარტული ხელშეკრულება (SICA) გამოაქვეყნა.

სტანდარტიზებული SICA შაბლონის გამოყენება ხელს შეუწყობს ფრენის დროს კვების პროდუქტების შესყიდვების ეფექტურობის გაუმჯობესებას მთელს მსოფლიოში.

”განახლებული SICA სტანდარტი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ბორტკვების მოთხოვნები რთულია და წარმოადგენს ავიაკომპანიის მგზავრთა მომსახურების რეგულაციების უნიკალურ ნაწილს. SICA ეხმარება როგორც ავიაკომპანიებს, ასევე სურსათის სერვისის ბიზნესს ეფექტურად გადაჭრას, რათა გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი მგზავრებისთვის,” – თქვა ნიკ კარინმაIATA-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა საოპერაციო ფრენების და მგზავრთა უსაფრთხოების საკითხებში.

SICA-ს განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს წევრებს. სიცხადე, რომელიც მას მოაქვს კომპლექსურ სამუშაოში, რომელიც საჭიროა დღეში მილიონობით საკვების წარმოებისთვის, დაეხმარება ავიაკომპანიებსა და მომწოდებლებს მიაღწიონ საერთო მიზნებს და შექმნან დამატებითი ღირებულებები“, – დასძინა ACA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბიო გამბამ.

SICA შაბლონი დაფუძნებულია ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე და შედის IATA Airport-ის სახელმძღვანელოში, რომელიც შეიცავს ინდუსტრიის მიერ დამტკიცებულ პოლიტიკას და მიღწევებს უსაფრთხო და ეფექტური სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კვების მენიუს გაფართოებას. შაბლონი არის მოქნილი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მოერგოს ადგილობრივ პირობებს, კანონებს, რეგულაციებს, წეს-ჩვეულებებსა და პრაქტიკას, ასევე კონკრეტულ საჭიროებებს, რომლებიც განისაზღვრება ექსპერტთა დისკუსიებით.