იაპონიაში თვითმფრინავმა, რომელშიც ათეულობით სუმოისტი იმყოფებოდა, სპორტსმენების წონის გამო აფრენა ვერ შეძლო. ავიაკომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ფრენის ორგანიზება მოუწიათ.

იაპონიის წამყვანი ავიაკომპანიის Japan Airlines-ის თანამშრომლები მგზავრების რეგისტრაციისას ტოკიოდან და ოსაკას მიმართულებით ფრენაზე დიდი სირთულეებს გადააწყდნენ. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმეტესობა სუმოისტები იყვნენ, რომლებიც შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ. თითოეული სპორტსმენი იწონიდა დაახლოებით 120 კგ-ს, რაც აჭარბებდა მგზავრის საშუალო წონას, რომელიც 70 კგ-ს შეადგენს.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ათეულობით სუმოისტი იმყოფებოდა და თვითმფრინავი ჭარბი წონის გამო აფრენას ვერ შეძლებდა, Japan Airlines-მა დამატებითი რეისი დანიშნა. შედეგად 27 სუმოისტი სხვა თვითმფრინავით გაფრინდა. ამის შესახებ გამოცემა Japan News-ი იტყობინება.

მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ კიდევ ერთი დამატებითი ფრენაც დანიშნა, რათა შეჯიბრის შემდეგ სპორტსმენები სახლში დაებრუნებინა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კუნძულზე დაახლოებით 460 სუმოისტი ჩავიდა.