ფოტო: Facebook
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს განცხადებით, იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. ამის შესახებ ტარო კონომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.