თბილისში Rixos -ის ნაცვლად  სასტუმრო Wyndham Grand გაიხსნება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.

ისრაელური ინვესტიციით მშენებარე სასტუმროს მმართველი კომპანიის შეცვლის შესახებ საქართველო – ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა განაცხადა და სამუშაოების ბოლო ეტაპზეც აღნიშნა.

თავისუფლების მოედანთან გუდიაშვილის N3-ში სასტუმრო უკვე წლებია შენდება და მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა, რაც პროექტის სირთულით აიხსნა.

იციკ მოშე სასტუმროს გახსნას  2018 წლის ბოლოს აანონსებს.

მრავალფუნქციურ კომპლექსში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.