იაპონელმა ინჟინრებმა ე.წ. ჭკვიანი პირბადე შექმნეს. ის არამხოლოდ იცავს ადამიანს COVID-19-გან, არამედ თარჯიმნის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. პირბადეს უნარი აქვს, რომ ტექსტები იაპონურიდან 9 სხვადასხვა ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ინდონეზიური, ესპანური, ვიეტნამური, კორეული, ჩინური და ტაივანური) თარგმნოს.
პლასტიკისგან დამზადებული სმარტ-პირბადე C-FACE კომპანია Donut Robotics-მა შეიმუშავა. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია, რომ პირბადე Bluetooth-ის საშუალებით სმარტფოინს ან პლანშეტს შეუერთდეს. . ის თარგმნის მომხმარებლის სალაპარაკო ენაზე ტექსტს, კარნახობს ფრაზებს. მას გააჩნია ასევე ზარის განხორციელების ფუნქციაც.
პანდემიამდე Donut Robotics-მა რობოტი-თარჯიმნები შექმნა ტოკიოს აეროპორტისთვის.
წარმოების ზრდისთვის და ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწისათვის ფული შეგროვება დაწყებულია. ამ დროისათვის 260 ათასი დოლარი უკვე შეგროვებულია. “ჭკვიანი პირბადის” გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება 40 დოლარი იქნება. თავდაპირველად ის გაიყიდება იაპონიაში, ხოლო შემდეგ ჩინეთის, ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე.