Person with smart phone makes pictures of beautiful old city from the hill. Toned picture

2022 წლის იანვრი-ნოემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.
2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით.