ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.
2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნება ვიზიტორების კუთხით. 2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.