იანვარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 0.1 პროცენტით შემცირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, წინა წლის იანვართან შედარებით ვიზიტები 487 ერთეულით შემცირდა. თუ 2018 წლის იანვარში 529 165 ვიზიტი დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარში ვიზიტების რაოდენობამ 528 678 შეადგინა.
კლება დაფიქსირდა საქართველოში ერთდღიან ვიზიტებში. თუ 2018 წლის იანვარში მაჩვენებელი 151 040 იყო, მიმდინარე წლის იანვარში 131 279 შეადგინა.
ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.9 პროცენტით გაიზარდა და 305 939 შეადგინა.
წყარო: 1tv