ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტით ქვეყანაში შემოსული მგზავრებიდან 73% საერთაშორისო იყო. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 1,573,189  საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა. (2017 წელი – 1,277,771 ტურისტი).

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს:

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 1,221,067      საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა, რაც შემოსული მგზავრების 74%-ს შეადგენს და 23%-ით  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 990,264 ტურისტი).

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით კი 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი –  101,590 ტურისტი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტით იანვარ – ოქტომბრის მონაცემებით 222,696 საერთაშორისო მოგზაურმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 81%-ს შეადგენს და  22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი – 182,968  საერთაშორისო მოგზაური).