საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა.

? 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 127 271 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 118 ფრენით და 6.8%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

? 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 87 301 ფრენა შეადგინა, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 1 821 ფრენით, ანუ 2.1% -ით არის გაზრდილი.

? ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა – დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 39 970 საფრენოსნო ხომალდ მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 297 ფრენით, ანუ 18.7%-ით არის გაზრდილი.

? საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 35 004 971 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 34 866 კმ-ით და 0.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე

? საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (14 832), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(5 333), QATAR AIRWAYS (4 758), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (3 726).

? საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 6 521), TURKISH AIRLINES (3 692), WIZZ AIR HUNGARY (3 080), FLYDUBAI (1,613), FLYDUBAI(1 872) დაფიქსირდნენ.