ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტით ქვეყანაში შემოსული მგზავრებიდან 73% საერთაშორისო იყო. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 1,573,189 საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა. (2017 წელი – 1,277,771 ტურისტი).
რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს:
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 1,221,067 საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა, რაც შემოსული მგზავრების 74%-ს შეადგენს და 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 990,264 ტურისტი).
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით კი 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი – 101,590 ტურისტი).
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტით იანვარ – ოქტომბრის მონაცემებით 222,696 საერთაშორისო მოგზაურმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 81%-ს შეადგენს და 22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი – 182,968 საერთაშორისო მოგზაური).