2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცის 116%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2023 წლის ორ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის 27159-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 115.94%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით, 217,54%-ით მეტი 2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით და ასევე 15,64%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. ხოლო 16,49%-ით მეტი ვიდრე 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული გადაფრენები.
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 23315 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 23486 გადაფრენა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში 8553 გადაფრენა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში 12577 გადაფრენა.