2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,88%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16 014,593 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი 16 157,109 ტონა.
შესაბამისად კლება 0,88%-ია.
2022 წლის იანვარ-ნოემბერშიი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 29,41%-ია. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი 22 686,677 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 18 037,047 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 11,21%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
მთავარი ავიაკომპანიები იანვარ-ნოემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,88%-ით შემცირდა