2019 წლის იანვარ-მარტში სტამბოლის აეროპორტები 24 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ. თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის DHMİ-ის ინფორმაციით, სამ თვეში სტამბოლის სამ აეროპორტში 164 259 რეისი განხორციელდა, რითაც აეროპორტებმა სულ 23 565 383 მგზავრი გაატარეს.
მიმდინარე წლის მაჩვნებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოდნავაა გაზრდილი. 2018 წლის სამ თვეში სტამბოლის ორი აეროპორტი (ამ დროისათვის აეროპორტი სტამბოლი” ექსპლუატაციაში არ იყო) 23 355 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 210 291 მგზავრით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
სტამბოლის ათათურქის აეროპორტი იანვარ-მარტში სულ 15 მლნ 200 ათას 502 მგზავრს მოემსახურა. როგორც ცნობილია აეროპორტი სამგზავრო ავიარეისებისათვის ოფიციალურად 6 აპრილს დაიხურა.
რაც შეეხება სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტს, მან იანვარ-მარტში 8 მლნ 46 ათას 699 მგზავრი მიიღო.
აეროპორტმა “სტამბოლმა” იანვარ-მარტში სულ 318 ათას 182 მგზავრს უმასპინძლა. მართალია ეს მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტისთვის ძალიან მცირე მაჩვენებელია, მაგრამ როგორც ცნობილია ის 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა და მხოლოდ რამდენიმე ავიარეისს ემსახურებოდა. 2019 წლის 6 აპრილიდან კი აეროპორტი სრული დატვირთვით ამოქმედდა.