დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის გადატანის მომსახურების ტარიფებს ცვლის. კომპანიამ სერვისი WIZZ Priority მაქსიმალური ტარიფი თითქმის გააორმაგა. უცხოურიმედია კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ მაქსიმალური ფასი WIZZ Priority-ზე 17-დან 30 ევრომდე გაიზარდა.

ახალი საფასო პოლიტიკის შესაბამისად, ფასი WIZZ Priority-ს მომსახურებაზე არსებული 5-17 ევროს დიაპაზონიდან 5-30 ევრომდე გაიზარდა.

ტარიფი WIZZ Priority მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე ორი ბარგის უფასოდ ატანის შესაძლებლობას აძლევს: ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ) და 10 კგ-იანი საგორებელი ჩანთა ზომით 55x40x23 სმ.

კომპანიამ ამ მიმართულებაზე სატარიფო პოლიტიკა 1-ელი ნოემბრიდან გაამკაცრა. ბარგზე ამ მოცულობის ხელბარგის ბორტში ატანა მხოლოდ WIZZ Priority-ს სერვისის მფლობელებს აქვთ.