სტამბოლის ახალი აეროპორტი 2019 წლის იანვარ-მარტში 318 ათას 182 მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში აეროპორტმა “სტამბოლი” შიდა რეისებზე 193 ათას 816 მგზავრი, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 124 ათას 366 მგზავრი მიიღო.
იანვარ-მარტში “სტამბოლი” სულ 2630 რეისს მოემსახურა (1476 – შიდა რეისი, 1154 – საერთაშორისო რეისი).
საანგარიშო პერიოდშივე აეროპორტში 2565 კომერციული რეისი შესრულდა.
როგორც ცნობილია “სტამბოლი” ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. 2019 წლის 6 აპრილისთვის კი “სტამბოლში” ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ყველა ავიარეისის გადამისამართება დასრულდა.