2021 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,1 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 1,9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (5,2 ათასი ტონა) და 2,1 ათასი ტონით ანუ 70%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,0 ათასი ტონა) შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,4% (4,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,7% (0,7 ათასი ტონა) – იტალიიდან, 7,8% (0,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.
2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 4,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (22,4 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 67,6% (14,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10,3% (2,2 ათასი ტონა) – იტალიიდან, 8,9% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 6,1% (1,3 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 4,7% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 2,3% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.