“საქართველოში პირველად ჩამოვედი. საინფორმაციო ცენტრების არსებობა ტურისტებს ძალიან გვეხმარება. განსაკუთრებით კი მათ ვინც პირველად სტუმრობს ამ ქვეყანას, რადგან ეს დაგვეხმარება გავერკვიოთ თუ სად რა ტურისტული ღირსშესანიშნაობებია“-ამბობს საქართველოში ჩამოსული ტურისტი შარა გლორია.  

„ვიზიტორებმა საქართველოში ბევრი ადგილის შესახებ არ ვიცით და ძალიან კარგია საინფორმაციო ცენტრების არსებობა, რადგან საშუალება გვაქვს სხვადასხვა რეგიონის შესახებ წინასწარ მივიღოთ ინფორმაცია და დავგეგმოთ მოგზაურობა“ – ამბობს ტურისტი ამირ მუბარაკი.  

როგორც ცნობილია, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ვიზიტორებს 24 საათი ემსახურებიან
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებმა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მუშაობა განაახლეს. ეტაპობრივად მოხდება ყველა საინფორმაციო ცენტრის აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით.  საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში სრული დატვირთვით მუშაობენ.
საინფორმაციო ცენტრებში ტურისტულად საინტერესო ცნობებთან ერთად ვიზიტორები საქართველოში არსებული COVID-რეგულაციების შესახებ იღებენ სრულ ინფორმაციას.