2022 წლის იანვარ-ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,82%-ით გაიზარდა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8 788,996 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ივნისში კი 8 717,282 ტონა.

შესაბამისად ზრდა 0,82%-ია.

2022 წლის იანვარ-ივნისში  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ივნისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 23,05%-ია. 2019 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტი 11 421,734 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 7 180,215 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 22,41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.