2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცეში 39%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცის 20 940-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 38,97%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 51%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებთან.
2019 წლის 4 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 42 734 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 4 თვეში კი 34 312 გადაფრენა.