2021 წლის იანვარ-აპრილში 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 26%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 6096,489 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-აპრილში კი 4849,52 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 25,71%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის 4 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 4 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 14,15%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 4 თვეში აეროპორტმა 7101,153 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.