2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,38%-ით გაიზარდა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 454,166 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი 11 411,107 ტონა.
შესაბამისად ზრდა 0,38%-ია.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 28,90%-ია. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი 16 110,775 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 056,577 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 3,60%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.